geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Bloomberg L.P.-ის ლონდონის ოფისის წარმომადგენლის საჯარო ლექცია

მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრა Bloomberg L.P.-ის ლონდონის ოფისის წარმომადგენელი ლიზა შარაბოკი (Liza Sharabok), რომელმაც სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია, თემაზე: „გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციების ანალიზი ბლუმბერგის ტერმინალის დახმარებით".
ლექციის დაწყებამდე სტუმარს მიესალმა და სტუდენტებს შესავალი სიტყვით მიმართა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ.
ლექციაზე ქალბატონმა ლიზა შარაბოკმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აქციებისა და ობლიგაციების გლობალური ბაზარი, მაკროეკონომიკური ტენდენციები და ცენტრალური ბანკები, სასაქონლო და სავალუტო ბაზრები, ფინანსურ ბაზართან დაკავშირებული სიახლეებისა და ანალიტიკური მასალის ანალიზი და სხვა.
ლექციამ სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.


თარიღი: 08/10/2026